რუსთავს ხუთი ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი ავტომანქანა მოემსახურება

0
93

რუსთავში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ე.წ. ძველი რუსთავის მოსახლეობას, დღეიდან “მერსედესის’’ მარკის ხუთი ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი ავტომანქანა მოემსახურება.  სპეციალური ტექნიკის შეძენა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით მოხდა. 


პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს. “მერსედესის’’ მარკის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი ავტომანქანების შესაძენად, რუსთავის მერიამ EBRD-ისგან 297 589 ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი სესხი აიღო. 

ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით, რუსთავის მერია 2017 წლიდან მაღალსართულიან კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების დალუქვის პროექტსაც ახორციელებს. საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების გაუქმება და გარეთ გატანა, ქალაქის ყველა მაღალსართულიან კორპუსში ეტაპობრივად მოხდება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY