ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატიდან იშვიათი მიზეზით მოხსნეს

0
903

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 70 კილომდე წონით კატეგორიაში შეჯიბრს ნინო ოძელაშვილი პირველივე ეტაპიდან გამოაკლდა. მიზეზი იშვიათია – ქართველი სპორტსმენი ტატამზე ყელსაბამით გავიდა, რაც დაუშვებელია.

ნიგერიელ ვინი გოფიტთან გამართული შეხვედრის დაწყებიდან წუთნახევრის შემდეგ, ოძელაშვილი ვაზარით იგებდა, მაგრამ ამ დროს, არბიტრებმა მის ყელზე ყელსაბამი შენიშნეს და რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტს დისკვალიფიკაცია მისცეს.

გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

წყარო:sportall.ge

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY