თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

0
235

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოფრინდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.გ. 1980 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

 

კომენტარები გამორთულია