რუსთავის მერობის კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

0
3130

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ხალხის პარტია” რუსთავში მერობის კანდიდატად ანა კეკენაძე დაასახელა. პარტიამ მედიას დღესვე ის კანდიდატები წარუდგინა, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ანა კეკენაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ამ დრომდე ოფიციალურად მერობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს. რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატს, მას სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლომდე წარადგენენ.

NO COMMENTS