გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

0
1238

გერმანიაში, ადლინგენში მატარებელმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა. გერმანული მედიის ინფორმაციით, 27 და 33 წლის ორი მამაკაცი სადგურში ღამით გადაადგილდებოდა, ყურადღება არ მიაქციეს სატვირთო მატარებელს, რომელიც მათ დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი იყო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ეცნობებათ დადგენილი წესის შესაბამისად. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.

წყარო

NO COMMENTS