გლდანში, ყოფილ სპორტულ სკოლაში დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ

0
126

ლდანში, სპორტული სკოლის ყოფილ შენობაში რამდენიმე საათის წინ დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ.

პირველი არხის ინფორმაციით, შენობაში დაახლოებით 40-მდე ოჯახი იმყოფება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

პოლიცია ამ წუთებში შენობაში შეჭრილი ოჯახების გამოყვანას ცდილობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი პირის ოჯახის წევრმა განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ბინებით დაკმაყოფილებაა.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY