რუსთავში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო ბანერები დაამონატაჟეს

0
4293

ოფიციალური წარდგენიდან რამდენიმე დღით ადრე რუსთავის ქუჩებში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბანერები განათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა მოიაზრებოდა, მმართველმა პარტიამ არჩევანი ახალ სახეზე შეაჩერა. პარტია ამომრჩეველს ირაკლი ტაბაღუას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

ჯერ-ჯერობით ოფიციალურად კანდიდატი „ხალხის პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ” და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” წარადგინა.

კომენტარები გამორთულია