2017 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება დაბა თამარისის მაცხოვრებლებისთვის

0
115

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ძალისხმევით დასახლებაში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაბა თამარისის წყალსადენის ამორტიზებული დამწნეხი მილდენის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 5 კილომეტრიანი სიგრძის მთავარი დამწნეხი მილსადენი. 
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შედეგად დაბა თამარისის მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდების გრაფიკი და სასმელი წყლის ხარისხი.
,, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს პრაქტიკულად 25 წელია სასმელი წყალი ნორმალურად არ მიეწოდებოდა. ჩვენი ძალისხმევით ეს საკითხი წელსვე გადაწყდება, რითაც დაბა თამარისის მოსახლეობას ათეული წლების ნამძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები გამორთულია