დევნილებმა გლდანში სპორტსკოლის შენობა დატოვეს

0
97

დევნილებმა და სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე სპორტსკოლის ყოფილი შენობა დატოვეს. მათ გლდანის რაიონის გამგებელი, დიმიტრი ორმოცაძე შეხვდა.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ დილიდან თითოეულ ოჯახს გამგებელი თავად შეხვდება და მათ პრობლემებს ინდივიდუალურად გაეცნობა.

ორმოცაძის თქმით, ამ ადამიანების მონაცემები მან დღესვე შეაგროვა და აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მედიკამენტებით მოკლე ვადებში უზრუნველყოფენ.

3 სექტემბერს, გვიან საღამოს, გლდანის მე-8 მიკრორაიონის სპორტსკოლაში დევნილები შეიჭრნენ. შენობაში დაახლოებით 50-მდე ოჯახი იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ ბინებს ითხოვენ და ზოგადად ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა უნდათ. სპორტსკოლის შენობასთან პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც შენობიდან დევნილების გამოყვანას ცდილობდნენ.

კომენტარები გამორთულია