რუსთაველი სპორტსმენის მორიგი წარმატება

0
129

მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რუსთაველმა სპორტსმენმა 54 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ბექა გურულმა ბრინჯაოსათვის ბრძოლაში მექსიკელი მიგელ უგალდე აგუილარი დაამარცხა, მანამდე კი მან სამი ორთაბრძოლა მოიგო.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი დღის საუკეთესო შეხვედრად 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ბექა გურულისა და ამერიკელი ლოვეტის მეოთხედფინალური დაპირისპირება აღიარა. ბოლო წუთებამდე რუსთაველი მოჭიდავე 7-0 მარცხდებოდა, თუმცა გურულმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო. ჭაბუკმა მოჭიდავემ ამერიკელ თანატოლ მოწინააღმდეგეს ოთხქულიანი გდება გაუკეთა, თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე გურულმა მორიგი გდება გააკეთა, რომელიც მსაჯმა ასევე ოთხი ქულით შეფასა. საბოლოოდ 12-8 იმარჯვა. მეოთხედფინალში გადასული გურული რუს მეტოქესთან დამარცხდა. დღეს კი ბრინჯაოს მედლისთვის მექსიკელ მოჭიდავეს დაუპირისპირდა და ორთაბრძოლა მოიგო.

შეგახსენებთ, 30 ივლისს ბოსნია-ჰერცოგოვინაში გამართულ ევროპის პირველობაზე, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, ბექა გურული ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY