საქართველო-ისრაელი – დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს

0
74

„ევრობასკეტზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91დაამარცხა.

ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა.

ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველომ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველი შეხვედრა „თელ-ავივ არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველომ დაძაბულ მატჩში ლიტვა 79:77 დაამარცხა. 2 სექტემბერს კი გერმანიის ნაკრებთან 57:67 დამარცხდა.

დაძაბული აღმოჩნდა 2 სექტემბერს საქართველო-უკრაინის შეხვედრა. „თელ-ავივ არენაზე“ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 7 ქულით დამარცხდა(81:88).

6 სექტემბერს საქართველოს მეტოქე იტალია იქნება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქვეყანა – ისრაელი, რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობს. ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი, მომდევნო ეტაპის საგზურს ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა სტამბოლში გაგრძელდება.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY