გარემოს ეროვნული სააგენტო 7 სექტემბრის ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

0
2412

6 სექტემბერს, დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი, 7 სექტემბერს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძალიან ძლიერი (უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყერულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.

კომენტარები გამორთულია