მაღლივი-ბაგების მიმართულებით საბაგირო ამოქმედდება

0
1111

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.

თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დასრულდება.

საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარი ან უფრო ნაკლები იქნება.

საბაგიროს მეშვეობით „მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

NO COMMENTS