მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

0
1078

თუ გსურთ გაემგზავროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისწავლოთ ამერიკულ სკოლაში ერთი წლის განმავლობაში, გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას. 11 სექტემბერს, რუსთავის ამერიკულ კუთხეში ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა საინტერესო იქნება პროგრამაში მონაწილეობის მსურველების, დაინტერესებულ მშობლებისა და პედაგოგებისთვის, რომელსაც ამერიკელი სპიკერი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეები გაუძღვებიან. ისინი ისაუბრებენ ამერიკის განათლების სისტემაზე, სკოლებსა და ოჯახებზე, დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და უპასუხებენ საინტერესო ყველა კითხვაზე.

ამერიკის კუთხეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, შეხვედრას უმასპინძლებს მეგობრობის №2-ში მდებარე ბიბლიოთეკა „ნაკადული”.

შეხვედრა დაიწყება 15:00 სთ-ზე.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY