საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს

0
126

9 სექტემბერს ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის მატჩი გაიმართება. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს. შეხვედრა განახლებული დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, გასულ ტურში ორივე გუნდმა თითო-თითო ქულა მოიპოვა, “რუსთავმა” მარტვილში “მერანთან” შეხვედრა 0:0 დაასრულა, ხოლო “სიონმა” თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” 1:1 ითამაშა. ამ შედეგებით, “რუსთავი” კვლავ 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მერანს” და სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ხოლო მეტოქე გუნდი 44 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

კომენტარები გამორთულია