ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახლადშექმნილ სათათბირო საბჭოს წევრებს შეხვდა

0
740

მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამგებლის სათათბირო საბჭო შეიკრიბა, სადაც იმსჯელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის არჩევისა და წოდების მინიჭების ახალი წესის შესახებ.

„სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებით 7 და 8 ოქტომბერს, ,,ბოლნისქალაქობაზე“ საპატიო ბოლნისელებს დაასახელებენ. ინიციატივა, საპატიო მოქალაქის კანდიდატად დასახელების შესახებ, საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია გამგებლის სახელზე ოც სექტემბრამდე შეიტანოს, რომელსაც შემდგომ სათათბირო საბჭო განიხილავს და კანდიდატის ბიოგრაფიულ ცნობებს და დოკუმენტაციას შეისწავლის. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა მოღვაწეობა აქვს. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ და შესაძლოა გარდაცვალების შემდეგაც.- განუცხადეს „ტელეგრაფს” ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

NO COMMENTS