გრიგოლ ნემსაძემ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა

0
84

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ულოცავს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და  ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს. გრიგოლ ნემსაძე მათ უახლოეს პერიოდში სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლებს და სამომავლო გეგმების შესახებ პირადად გაესაუბრება.

2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთარებულების უმეტესობამ ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მიღებული შედეგების მიხედვით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი მოიპოვა. 
100% გრანტის მფლობელი ქვემო ქართლელი 63 ახალგაზრდა გახდა. რეგიონის მასშტაბით 70% გრანტი მოიპოვა 95-მა აბიტურიენტმა, ხოლო 50% დაფინანსებით სწავლას 217 სტუდენტი გააგრძელებს.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY