დაბა კაზრეთში რეაბილიტირებული გზა გახსნეს

0
477

კომპანია ,,არემჯის“ საწარმოს მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დასრულდა. ახლადაშენებული გზა საზეიმო ვითარებაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან ერთად გახსნა. გზის გახსნას კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დაბის მაცხოვრებლებისთვის, ვინაიდან ამორტიზებული გზის გამო ჰაერის დაბინძურების თემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს.”- აცხადებენ ბოლნისისი მუნიციპალიტეტში.

1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.
 

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY