ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაგა-ბაღში დღეს დილიდან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა

0
449

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაგა-ბაღში დღეს დილიდან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა.
ბაღში მისულ პატარებს კომფორტული გარემო დახვდათ .
სწავლის დაწყება აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა. დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისის N 5 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა და პატარებსა და აღმრდელებს გაესაუბრა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების” ხელმძღვანელთან და კომპანია ,,არემჯის” გენერალურ დირექტორთან ჯონი შუბითიძესთან ერთად სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და პატარებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
კომპანია ,,არემჯის” ფინანსური დახმარებით ბალიჭისა და კაზრეთის საბავშვო ბაღებში ზაფხულის პერიოდში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კაზრეთის ბაღში გამოიცვალა სანიაღვრე მილები, რომელიც ასველებდა გარემონტებულ შენობას.ასევე საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი, 60 ერთეული ახალი საწოლი თეთრეულის კომპლექტით.
ბალიჭის ბაღს კომპანიამ საჩუქრად გადასცა კომპიუტერი, 12 ერთეული სპეციალური დიზაინის კარადა, 2 ცალი ფეხზე დასაყენებელი დაფა.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12-ვე საბავშვო ბაღში განახლდა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.თითოეულ აღსაზრდელს,აღმზრდელსადა მშობელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით ბოლნისში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. არსებული 12 ბაღიდან 9 სრულად რეაბილიტირებულია,რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ქალაქის ორ ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემა წელსვე გაკეთდება, ხოლო სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-ბაღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება. სრული რეაბილიტაცია კი აღნიშნულ 3 ბაღს 2018 წელს ჩაუტარდება.
აქვე მინდა ვისარგებლო შეთხვევით და მადლობა გადავუხადო კომპანია ,,არემჯის“ სოფელ ბალიჭისა და კაზრეთის საბავშვო ბაღში გაწეული სამუშაოების გამო. კომპანია რამდენიმე წელია ამ ბაღებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY