ვინ არიან „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები რუსთავში

0
7096

21 ოქტომბერს მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობებს აირჩევს, გარდა ქალაქის პირველი პირისა, მოქალაქეებმა საკრებულოს შემადგენლობაც უნდა აირჩიონ. რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულოში 25 დეპუტატი იქნება, რომელთაგან 10 რუსთაველებმა ტერიტორიული ოლქების მიხედვით უნდა აირჩიონ. დანარჩენი 15 დეპუტატი კი საკრებულოში პარტიათა სიითი შემადგენლობებიდან შევა.

ამ დრომდე მმართველ პარტიას რუსთაველებისთვის ოფიციალურად არ წარუდგენია არც მერობის და არც მაჟრიტარობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია მათი ვინაობა.

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუაა.

გთავაზობთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით:

პირველი ოლქი – დავით რეხვიაშვილი – გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (ჭყონდიდელის დასახლება),

მე-2 ოლქი – რამაზ გოგობერიშვილი – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (რუსთაველის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია),

მე-3 ოლქი გოგა ტუხაშვილი – ძველი რუსთავის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული  (კოსტავას ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია),

მე-4 ოლქი გურამ კვარაცხელია – ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (თბილისის ქუჩა, ვაჟა-ფშაველის და ყაზბეგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია),

მე- 5 ოლქი დავით იშხნელი – იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (XII და XI მიკრო-რაიონი და მიმდებარე ტერიტორია),

მე-6 ოლქი გოჩა ჯანგიძე – შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (მეგობრობის, ახმეტელის, ფალიაშვილის და თოდრიის ქუჩები),

მე-7 ოლქი გიგა ჯღარკავა – დავით აღმაშენებელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (XIX,XVII და XVIIIმიკრო-რაიონი),

მე-8 ოლქი გიგა ვეფხვაძე ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (XV და XIV მიკრო-რაიონები და მიმდებარე ტერიტორია).

მე-9 ოლქი ზვიად დოლიძე – 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (XX და XXI მიკრო-რაიონი),

მე-10 ოლქი ამირან ჯანჯღავა – ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეული (VII და VIII მიკრო-რაიონი).

რაც შეეხება პროპორციულ სიას, ის უკვე დამტკიცებულია და ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი ლევან ონიანია, ხოლო მესამე ნომრად ნინო ტაბატაძე.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY