რუსთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული დეკორატიული სანათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
133

რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული დეკორატიული სანათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე დღეს 100 ახალი სანათი დამონტაჟდა. სამუშაოებს რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს და რამდენიმე დღეში დასრულდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, სულ 300 დეკორატიული სანათი დამონტაჟდება.

კომენტარები გამორთულია