მორიგი წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

0
99

გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ბევრ ქვეყანას არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშატაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს: ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს მედალი დაიმსახურა და თან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, მან დიდი უპირატესობით აჯობა დანარჩენ მონაწილეებს. თეიმურაზ თოლორაიამ და იოანე კაპანაძემ ვერცხლის, ხოლო გიორგი კობახიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ამ შედეგით საქართველო მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა.

ოლიმპიადა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და მასში ევროპის 22 ქვეყნის უძლიერესი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გუნდს თან ახლდნენ და მოსწავლეების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს: გიორგი მანდარიას – ნაკრების ხელმძღვანელი (ლიდერი) და ზაზა გამეზარდაშვილს (თანალიდერი).

კომენტარები გამორთულია