შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

0
132

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარია, არსებული ინფორმაციით ცეცხლი კელიებს უკიდია.

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25 მაშველია მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები გამორთულია