ბოლნისის მუნიციპალიტეტის 32 სკოლაში სწავლა დაიწყო

0
78

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 32 სკოლაში დილიდან საზეიმო განწყობა იყო. მოსწავლეებს სწავლის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ია სვანიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლიდან მიულოცა. საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სიტყვით მიმართეს, სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
,,ყველა პირველ კლასელს ვულოცავ სწავლის დასწყებას. სვებედნიერი ყოფილიყოს მათი პირველი და მომავალშიც მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ აქ შეძენილი ცოდნა მომავლის საწინდარია. ახლანდელი თაობის ცოდნაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.ყველას გულითადად ვულოცავ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

კომენტარები გამორთულია