დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

0
180

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთავოთ მსოფლიო- დავასუფთავოთ საქართველო” დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი ქვემო ბოლნისი დაასუფთავეს ნარჩენებისგან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები სისტემატიურად იმართება.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად ჩაერთო საერთაშორისო დასუფთავების კამპანიაში ,,დავასუფთავოთ მსოფლიო- დავასუფთავოთ საქართველო“. დღეს დილიდან ბოლნისის კომუნალურ სამსახურთან ერთად გამგეობის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ აქციაში და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში ვასუფთავებთ ტერიტორიას ნარჩენებისგან. ზოგადად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მუდმივად ვატარებთ სამუშაოებს. წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩვენ არაერთი სტიქიური ნაგავსაყრელი და ლოკაცია გავწმინდეთ. სუფთა გარემო და სუფთა მუნიციპალიტეტი ჩვენი პასუხისმგებლობაა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.

კომენტარები გამორთულია