მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს

0
258

მთავარმა პროკურატურამ მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების შესწავლა დაიწყო.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება უწყებამ ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, პროკურატურაში განაცხადეს რომ, თუ განცხადების შესწავლის პროცესში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიებას დაიწყებენ.

„აღნიშნული განცხადება შემოტანილია პროკურატურაში. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა. თუ შესწავლის პროცესში იქნება დანაშაულის ნიშნები, დავიწყებთ გამოძებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს საქმიანობით დაინტერესდეს.

როგორც აფბა-ს წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა ფონდიდან მილიონობით ლარი.

კომენტარები გამორთულია