“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მარნეულის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი აქციას მართავს

0
679

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან მარნეულის მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი აქციას მართავს. ისინი ითხოვენ “ქართულმა ოცნებამ” მარნეულის მერობის კანდიდატად კვლავ ამირან გიორგაძე დააყენოს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში „ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. აქციის დანარჩენი მონაწილეები კი მიმდინარე შეხვედრის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, რა ფორმით გაგრძელდება აქცია. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

“ქართულმა ოცნებამ” მარნეულის მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა.

NO COMMENTS