​სოფელ რატევანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

0
140

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ რატევანის ერთ-ერთ  უბანში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ახალი სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა განხორციელდა. სასმელი წყლის ძველი მილები მწყობრიდან იყო გამოსული, რაც წყლის დანაკარგს იწვევდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 240 მეტრის მონაკვეთზე ახალი სისტემა პოლიეთილენის მილებით მოაწყო.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ 300-მდე ოჯახს წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება.

კომენტარები გამორთულია