ოქროსფერი გოგონა შავიზღვის სანაპიროდან – მარიამ ჭილაიას ფოტობლოგი

0
2149

„11 წლის გულია ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებელს და ტურისტს ყოველდღე ღიმილით ხვდება, სთავაზობს უგემრიელესი ბანანის შეძენას და თუ გაუმარათლა გზას კმაყოფილი განაგრძობს.
მზეს და ქვიშას მისი სიფრიფანა სხეული შეჩვეულია და ხალისით მოძრაობს მწოლიარე სხეულებს შორის.
ღიმილიანი სახე აქვს და მრავლისმეტყველი ნათელი თვალები. 
სეზონზე საკურორტო ადგილებში ჩადის და სანამ დამსვენებლები ნებივრობენ, მას ყოველედღიური შრომა უწევს.
რომ გავიცანი, ემოციურად გამოვხატე თუ როგორი სილამაზის მეპატრონეა. თავიდან დაიმორცხვა, შემდეგ კი გაუხარდა.
ამ ფოტოებს რომ ვუღებდი, ძალიან დაინტერესდა ჩემი პროფესიით და სხვათაშორის, ფოტოგრაფიაზე ბევრი ვისაუბრეთ. გაკვირვებული მიყურებდა, მისვამდა ბევრ კითხვას და ლამაზ თვალებს უფრო ალამაზებდა მისი ინტერესი.
ზღვაში ჩასვლას ხშირად ვერ ასწრებს, რადგან საქმეები აქვს და დრო არ რჩება.
ძალიან ჩქარობდა, თან ვერ მიდიოდა, კიდევ უნდოდა საუბარი.
მითხრა, რომ თბილისში ჯერ ვერ ახერხებს, თუმცა აუცილებლად ჩამოვა.
გულია ძალიან მონდომებული, მიზანდასახულია და მჯერა, რომ ყველა ოცნების ასრულებას შეძლებს.
მინდა ოდესმე, სადმე მოვისმინო, რომ ეს გოგონა ძალიან წარმატებულია და ბევრს მიაღწია.
წარმატებები გულიას და ზღვაზე მოფარფატე თვალებბრჭყვიალა ბავშვებს, რომელთაც ბანანები, ცხელი სიმინდი თუ ჟოლო დააქვთ თეთრი ხელის გულებით.” – წერს ფოტოხელოვანი მარიამ ჭილაია.  

 

კომენტარები გამორთულია