რუსთავში ფესტივალი „მომავალი = შენ“ გაიმართება

0
238

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, 24 სექტემბერს, 15;00 საათზე,  ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში, გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“ გაიხსნება. 

ღონისძიების მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის საქმეში  საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობაა.
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობის პარალელურად,  ცენტრალურ პარკში გაიმართება სტრიტ არტის დღეც, რომელიც მთლიანად მიეძღვნება გლობალური მიზნების მთავარ თემებს – სიღარიბის შემცირებას, გარემოს დაცვას, განათლებას, ჯანდაცვას, ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას. 
 ფესტივალი 21:00 საათზე, მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში, გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენითა და კონცერტით დასრულდება. 

გლობალური მიზნების ფესტივალი „მომავალი = შენ“ გლობალური მიზნების მსოფლიო კვირეულს- Future in Focus ემთხვევა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად ტარდება და მიზნად ისახავს, გლობალური მიზნების იდეის გარშემო გააერთიანოს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. 
გლობალური მიზნების ფესტივალი რუსთავში ამ საერთაშორისო კვირეულის საკვანძო ღონისძიებაა  საქართველოში.

კომენტარები გამორთულია