სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება

0
146

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნატა ასათიანის თქმით, სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება და სკოლებს უწყვეტ რეჟიმში შეამოწმებენ.
”სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება. სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი სკოლებს მონიტორინგს შემთხვევითი შერჩევით უტარებს და ჰიგიენის ნორმების დარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ხდება. პერიოდულად სკოლებს წერილობითი რეკომენდაციაც ეგზავნებათ და მონიტორინგის უწყვეტი პროცესი იქნება, რადგან ამ პრობლემების თაობაზე ვიცით. ყველა სკოლას მოვუწოდებთ საპირფარეშოებში ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან”, – აცხადებს ასათიანი.

კომენტარები გამორთულია