გუბერნატორმა გივი ჯახუას იუბილე მიულოცა

0
162

28 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში ცნობილ რუსთაველ მწერალსა და ჟურნალისტს, გივი ჯახუას უმასპინძლა.

გრიგოლ ნემსაძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 85 წლის შემოქმედს, იუბილე მიულოცა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

კომენტარები გამორთულია