რუსთავში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი მიმდინარეობს

0
142

რუსთავში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი მიმდინარეობს. 

სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას გამზირსა და თოდრიას ქუჩაზე ავტობუსების განრიგის, დროისა და ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი 8 ახალი მონიტორი დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

 პროექტის ფარგლებში მოხდება ქალაქის მასშტაბით, ავტობუსების გაჩერებებზე უკვე არსებული 25 ელექტრონული ტაბლოს სრული რეაბილიტაციაც. 

სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY