პროექტი “ლეგო-ლოგიკა” დაიწყო

0
257

პირველი შეხვედრა იყო მე-20 სკოლის მეორე კლასელებთან. ბავშვებს დაურიგდათ ასაწყობი კონსტრუქტორები და დავალება მიეცათ აეგოთ ის ფიგურა, რაც სურდათ ყველაზე მეტად, რომ ჰქონოდათ.
„ჩვენი მიზანი იყო ბავშვები დაგვეფიქრებინა: რა სურთ, რა უნდათ. ცნობილია, რომ ადამიანების უმრავლესობამ კარგად იცის, რა არ უნდათ, მაგრამ ნაკლებად იციან რა უნდათ. ჩვენი მიზანია ბავშვები დადებით აზროვნებას მივაჩვიოთ. ელემენტარული სურვილების გარკვევით მომავალში შეძლებენ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. ბავშვები ძალიან დიდი მონდომებით შეუდგნენ დავალების შესრულებას. ააწყვეს: როლიკები, ჰავერბორდი, სრულიად შეუფერებელი ნაწილები მოარგეს საკუთარ სურვილებს და ააწყვეს: გემი, თანამედროვე სახლი ლიფტით, ციხე, კოსმოსური ხომალდი, საცურაო აუზი, მანქანა, ვერტმფრენი, ეზოში მოთამაშე პატარა გოგონა, ფოტოაპარატი.
პროექტის შედეგად ბავშვებმა ჯერ იდეა ჩამოაყალიბეს, თუ რა სურდათ აეგოთ, რისი სურვილი აქვთ და შემდეგ სრულიად შეუფერებელი ფიგურები მოარგეს თავის იდეას. ვთვლი რომ ეს სამომავლოდ გადადგმული ნაბიჯია მომავალი თაობის სწორად აზროვნების ჩამოყალიბების გზაზე.” -აცხადებენ პროექტის ავტორები.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY