რუსთავის თეატრი 50-ე საიუბილეო სეზონის გახსნისთვის ემზადება

0
703

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი 50-ე საიბილეო სეზონს 15 ოქტომბერს, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლით ,, ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გახსნის. სპეტაკლის დაწყებამდე  ქალაქის ხემძღვანელობა ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს წარადგენს, სოსო ნემსაძე მაყურებელს თეატრის განვითარების   გეგმების შესახებ მოკლე ინფორმაციას მიაწვდის.   რეჟისორი სოსო ნემსაძე აღნიშნულ პოზიცაზე სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ შეარჩია და დასამტკიცებლად რუსთავის მერს წარუდგინა, მუციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას რუსთავის ამჟამინდელმა მერმა დავით ჯიქიამ ხელი 22 აგვისტოს მოაწერა.

რუსთავის თეატრი 1967 წლის 30 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული სპექტაკლით – ედმონ როსტანის  ,, სირანო დე ბერჟერაკით“ გაიხსნა. მისი დასის წევრები მარჯანიშვილის თეატრიდან კონფლიქტის საფუძველზე წამოსული 26 კაციანი შემადგენლობა იყო.

15 ოქტომბერს რუსთავის თეატრის 50-ე სეზონს სპექტაკლით ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გახსნის, რომლის ავტორიც თამრი ფხაკაძეა, სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა რუსთავის თეატრში წინა სეზონზე დადგა. თემა  სამაჩაბლოში არსებულ კონფლიქტურ მოვლენებს ეხება, რომელშიც მთავარი გმირები საკუთარი მიწისთვის იბრძვიან. სპექტაკლში: სოსო ელიზბარაშვილი, ნუკრი არჩვაძე, თეა შარვაძიძე, ნათია მელაძე ანა შარვაძე, გიორგი ბუაძე, ლაშა კანკავა, ზაზა თაგოშვილი და ვაკო კობერიძე მონაწილეობენ.

19 ოქტომბერს კი თეატრი დამფუძნებელი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის  90 წლის იუბილეს  მისი ფოტო  გამოფენით აღნიშნავს.

NO COMMENTS