ქვემო ქართლის გუბერნატორმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

0
231

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გრიგოლ ნემსაძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა თბილისში, დიდუბის #8 ოლქში, მე-13 უბანზე მისცა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. მინდა ყველას მოვუწოდო, იყვნენ აქტიურები, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, სწრაფ და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალს“-განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

კომენტარები გამორთულია