​”გონი-ერი” აგრძელებს პროექტს “ლეგო-ლოგიკა”

0
190

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. პროექტი “ლეგო-ლოგიკა” ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია საქართველოს მაშტაბით, რომელსაც ქ. რუსთავში ახოციელებს ააიპ “გონი-ერი”
წარმოგიდგენთ რუსთავის ქართული გიმნაზიის მე-4 კლასელებს. ეს ბავშვები არიან ყველაზე ცხადი მაგალითი იმისა, რომ მათ ყველაფერი ესმით და ძალიან კარგად შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, რაც ,,ლეგო ლოგიკის’’ ერთ-ერთ მათავარ მიზანს წარმოადგენს. “ლეგო ლოგიკის” პროექტი ბავშვებს ეხმარება აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, წარმოსახვის, არქიტექტურული და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში. ასაწყობი კონსტრუქტორები ხელს უწყობს ბავშვის მოტორიკული უნარჩვევების განვითარებას თითებში. გვხვდებიან ბავშვები, რომლებიც პირველად ჯდებიან ასაწყობ კონსტრუქტორებთან, თავიდან მათ თამაშის პროცესი იზიდავთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებიან, რომ თამაშის გარდა საკმაოდ ბევრ უნარებს ივითარებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელ პედაგოგზე, რა მიმართულებას მისცემს ამ ე.წ. “თამაშის პროცესს”, რომ მივიღოთ სასურველი შედეგები. პედაგოგები ხალისით ერთვებიან პროექტში და ბავშვებს ეხმარებიან პრეზენტაციების მოწყობაში, ლოგიკისა და მსჯელობის განვითარებაში. ხშირად კლასის პედაგოგს აღუნიშნავს ჩვენთან საუბარში, რომ ბავშვები სრულიად სხვა თვალით დაინახეს. ჩვენი პროექტის მთავარ შედეგად მიმაჩნია ბავშვის დაინტერესება, ჩართულობა სასწავლო პროცესში. და რაც მთავარია, ჩვენი სურვილია, მშობლებს დავეხმაროთ ტექნიკური განვითარების ეპოქაში ბავშვებს განუვითარდეთ სხვადასხვა ინტერესები, კომპიუტერისა და მობილურის გარდა აღმოაჩინონ ლეგოს ასაწყობი კონსტრუქტორების საინტერესო სამყარო, სადაც ყველას შეუძლია იყოს ის, რაც უნდა, გააკეთოს ის, რისი სურვილიც აქვს.

კომენტარები გამორთულია