​2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შინაარსობრივი სიახლეები

0
282

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლე ზოგადი უნარების ტესტს შეეხება. გარკვეულწილად იცვლება ტესტის სტრუქტურა. ტესტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იმ უნარის წარმოჩენას, რომლის გამოყენებაც უმაღლეს  სასწავლებელში არაერთხელ მოუწევთ მომავალში სტუდენტებს. ცვლილება ტესტის მხოლოდ ვერბალურ ნაწილს შეეხება. არ იცვლება საგამოცდო დრო (1 საათი და 35 წუთი თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ) და შეფასების სისტემა. ტესტის მაქსიმალური ქულა ისევ 80-ია. დეტალური ინფორმაცია და ახალი ტიპის დავალებების ნიმუშების ნახვა მსურველს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.naec.gov.ge -ზე შეეძლება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში იცვლება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმები. არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა იქნება 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.

კომენტარები გამორთულია