გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთაველი მოსწავლეები თბილისის პარლამენტის შენობას დაათვალიერებენ

0
1924

8 ნოემბერს #30 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე რუსთავის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და დირექტორებს პარლამენტში საექსკურსიო ტურზე უმასპინძლებს.

საექსკურსიო ტურში მონაწილეობას ქალაქ რუსთავის #30 საარჩევნო ოლქის 10 საჯარო სკოლის ის წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ, რომლებიც გასულ წელს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მაღალი შედეგით გამოირჩეოდნენ.

საექსკურსიო ტური ქალაქ თბილისის პარლამენტის შენობაში  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს ინიციატივით გაიმართება.

როგორც დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთაველი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსგავსი შემეცნებითი ტურები პარლამენტის შენობაში, მომავალშიც დაიგეგმება.

კომენტარები გამორთულია