საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან დაინერგება

0
385

პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა საქართველოს ყველა საჯარო უწყებაში 2018 წლის 1 იანვრიდან დაინერგება.

ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი მსჯელობს. სამუშაო შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს შეფასების ეფექტურ სისტემაა, რომლის მეშვებითაც საჯარო მოხელეები კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობას მიიღებენ.

ასევე, კრაგი შეფასების საფუძველზე და შედეგების მიხედვით შესაძლოა საჯარო მოხელეები სხვადახვა ფორმით წახალისდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნაში მოქმედი შეფასების სისტემებიც განიხილეს.

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ის ასევე საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სტრატეგიულ ამოცანასაც წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. ამ ინიციატივის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, დგინდება ზედა ზღვარიც.

წაყრო

კომენტარები გამორთულია