ცეკვა სკოლაში“ – პროექტი თუ როგორ შეიძლება გერმანული ენის შესწავლა ცეკვისა და მოძრაობის დახმარებით

0
618

რუსთავის დრამატულ თეატრში საერთაშორისო ინოვაციური პროექტის „ცეკვა სკოლაში“ პრეზენტაცია  გაიმართა.

პროექტი „ცეკვა სკოლაში“ საქართველო-გერმანიის (2017) წლის ფარგლებში ხორციელდება.

9-დან 14 ნოემბრამდე  გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტი  “ცეკვა სკოლაში”რუსთავის საერთაშორისო  სკაუტების ბანაკსა და რუსთავის დრამატულ თეატრში იმართება, რომელიც თავისი მიმდინარეობის მეორე ეტაპზე გადავიდა. პროექტის  “ცეკვა სკოლაში”  ხელმძღვანელები არიან ან  ბოეკმანი, ელია პატრიცი, ლიზა რეგერი, რომლებიც ლეგენდარული ბერლინელი ქორეოგრაფის საშა ვალცის თანამედროვე ცეკვის დასისა და  ბერლინის შემოქმედებითი კომპანიის TanzZeit-ის წევრები არიან.

“ცეკვა სკოლაში” – გოეთეს ინსტიტუტის ეს ინოვაციური საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ჩართულია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლები, პირველად იმართება და თავისი შინაარსით გულისხმობს გერმანულენოვან სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილზე სწავლების ახალი მეთოდის დანერგვას. უფრო კონკრეტულად კი სწავლების ეს ინოვაციური, ინტერდისციპლინარული  მიდგომა სცილდება ენის ტრადიციულ სწავლებას და გერმანული ენის შესწავლას  ცეკვისა და მოძრაობის ელემენტებთან  ერთად  გულისხმობს.  ასეთი მიდგომით  თანამედროვე  სწავლების ინტერდისციპლინური მეთოდური კომპეტენციები გაძლიერდება, რაც ასე მნიშვნელოვანია ენის სწავლების მაღალი ხარისხის სრულყოფისთვის.

პროექტი 6 თვე გრძელდება და  3 ეტაპად ხორციელდება.

 

გოეთეს ინსტიტუტის ამ საერთაშორისო ექსპერიმენტული პროექტის შესახებ გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც დეკემბერში ამავე პროექტის დასრულებისას  გაიმართება.

 

NO COMMENTS