დავით შერაზადიშვილი მერის უფლებამოსილებას დღეიდან შეუდგა

0
963

უფლებამოსილების პირველი დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში გაატარა. დღეს ბოლნისის ეპარქიში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მობრძანდა. აღნიშნული სიწმინდეების მოლოცვა მრევლს ერთი კვირის მანძილზე შეეძლება.

 ხატების მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიაII-ს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.

,, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, ვინაიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მობრძანდა უდიდესი სიწმინდეები- აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ბოლნისის მრევლი დიდი მოწიწებითა და სიხარულით შეეგება წმინდა ხატებს. სასიხარულოა, რომ აღნიშნული სიწმინდეები მთელ საქართველოს მოივლის და ყველას მიეცემა მათი მოლოცვის შესაძლებლობა. ვიცით, რომ წელს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, ასევე სრულიად საქართველო აღნიშნავს და ზეიმობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. მინდა ჩვენს პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები. საქართველოს დედა ეკლესია, ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლო”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. 

კომენტარები გამორთულია