დავით შერაზადიშვილმა, უფლებამოსილების პირველი სამუშაო დღე ჟურნალისტებთან ერთად გაატარა

0
348

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, უფლებამოსილების პირველი სამუშაო დღე ჟურნალისტებთან ერთად გაატარა.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერთან ვრცელი ინტერვიუ, დღეს, ტელეკომპანია ქვემო ქართლის გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.

„დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა მერის რანგში და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს დღე ჟურნალისტებთან ერთად გავატარე. ჩვენი მუშაობა არის გამჭვირვალე და ყოველთვის მზად ვარ ჟურნალისტების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი. მიმაჩნია, რომ ობიექტურად მომზადებული მასალითა და თავისუფალი სიტყვის თქმით, ჟურნალისტები ხელს შეუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.”- განაცხადა შერაზადიშვილმა.

კომენტარები გამორთულია