დმანისის მერი თანამშრომლებს მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა წარუდგინა

0
281

დმანისის ახალი მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ტატუაშვილი გამგეობის და ა(ა)იპ სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.

,,გიორგის მინდა მივულოცო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. გიორგი არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტი, კარგად აღზრდილი ახალგაზრდა, კარგი ოჯახიშვილი, ღირსეული დმანისელი. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი იქნება კარგი მმართველი, ის ახალი შემართებით განავითარებს დმანისს” – განაცხადა დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

გიორგი ტატუაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.
შეხვედრა გახსნა დმანისის N24- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დმანისის მერობის კანდიდატმა გიორგი ტატუაშვილმა გაიმარჯვა, მან ამომრჩევლის ხმების 75, 62% მიიღო.
დმანისის ახალი მერი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად უკვე დღეიდან შეუდგა.

კომენტარები გამორთულია