“გონი-ერი” აგრძელებს პროექტი “ლეგო-ლოგიკის” სკოლებში შეტანას

0
101

“გონი-ერი” აგრძელებს პროექტი “ლეგო-ლოგიკის” სკოლებში შეტანას. ამჯერად ვეწვიეთ N 18 საჯარო სკოლის მეორე კლასელებს. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით იღებენ დავალებას, ცდილობენ მთელი ფანტაზია დახარჯონ საუკეთესო ნამუშევრის შექმნაში. იკვეთებიან განსაკუთრებული უნარის მქონე ბავშვები, რომლებიც წარმოსახვით ფიგურებს ქმნიან. არიან ბავშვები, რომლებიც პირველად მიუსხდნენ ლეგოს ასაწყობ კონსტრუქტორებს. ხშირად აღუნიშნავს მშობლებს ჩვეთან საუბარში, რომ ბავშვებს ინტერესი აღეძრათ ლეგოს კონსტრუქტორების მიმართ, ითხოვენ რომ შეუძინონ ოჯახში, ფანტაზიორობენ, ცდილობენ რაც შეიძლება ლამაზი, რთული კონსტრუქციის ფიგურა ააწყონ. ფსიქოლოგიურად ცნობილია როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებაში დაშლა -აწყობის პროცესს. მათ მიერ შექმნილ ფიგურაში ისახება ბავშვის ხასიათი, ჩვევები, შეხედულებები, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი.
პროექტი ხორციელდება: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით. ამიერიდან ქ. რუსთავის ამერიკული კუთხე და მისი ხელმძღვანელი ნინო ტაბატაძე დაგვეხმარება პროექტის წარმატებით გაგრძელებაში.
ამიერიდან ქ. რუსთავის ამერიკული კუთხის ოფისში, შარტავას N 11-ში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში, ყოველ ოთხშაბათს იარსებებს ლეგო-ლოგიკის ცენტრი, სადაც 11 საათიდან 1 საათამდე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ თავისი განწყობა ლეგოს ასაწყობი კონსტრუქტორების საშუალებით. (იგეგმება საღამოს ჯგუფის გახსნაც).. ყველა დაინტერესებულ ბავშვს 6 წლიდან 12 წლამდე ვეპატიჯებით საკუთარი უნარების გამოსავლენად.

კომენტარები გამორთულია