რუსთავის ახლად არჩეული მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

0
1355

რუსთავის ახლად არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტაბაღუამ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში გრანელისა და ჩაპაევის ქუჩებზე მიმდინარე გზებისა და სანიაღვრე სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა გადავწყვიტე ჭყონდიდელის დასახლებით დამეწყო. ძალიან კარგად დაპროექტებული სამუშაოები მიმდინარეობს გრანელისა და ჩაპაევის ქუჩებზე. მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა უგზოობისა და გრუნტის წყლების პრობლემა, წვიმის დროს გზა იტბორებოდა, წყალი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში და პირველ სართულზე შედიოდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციასთან ერთად, კეთდება სანიაღვრე არხი, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ტარდება და პირველი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

იგი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

კომენტარები გამორთულია