24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

0
898

ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის’’ ინიციატივითა და ქალაქის მერიის ხელშეწყობით, რუსთავში გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში, თბილისის ქუჩაზე, შუაგამყოფ ზოლში 600 ძირი შავი ფიჭვის და 100 კიპარისის ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციას რუსთავის ახლად არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა შეუერთდა და #24 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებთან ერთად, ნერგების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

ქალაქის მერთან ერთად, გამწვანების აქციას შვილებთან ერთად, ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატები ნინო ტაბატაძე, გურამ კვარაცხელია და გოჩა ჯანგიძე შეუერთდნენ.

”თითოეული საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მუნიციპალიტეტი ემსახურება, გათვლილია მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვანია ქალაქისათვის ეს აქცია და გამწვანება. თავად ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ აქციაში, ხედავთ თუ რა ასაკისები არიან და როგორი სიხარული მოუტანათ მათ ბავშვებთან ერთად ნერგების დარგვამ. მსაგავს აქციაში ჩართულობით, ბავშვები ისწავლიან შრომის ფასს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

NO COMMENTS