რუსთავის მერიის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

0
765

მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, #31 საბავშვო ბაგა-ბაღში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენა და დიაგნოსტიკა იყო.
აქციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო და ,,ლოგომედის’’ წარმომადგენლებსაც გაესაუბრა.

მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრი „ლოგომედი“ მსგავსს სამედიცინო აქციებს პერიოდულად ატარებს რეგიონებში. აქციის მიზანია აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის მოშლილობების ზრდის ფონზე დროულად მოხდეს საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა და დაეხმაროს მშობელს სამომავლო მოქმედების გეგმის შედგენაში.

#ქვემოქართლი2017
#რუსთავი2017

NO COMMENTS