რუსთავში #13 საჯარო სკოლის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

0
1662

რუსთავის #13 საჯარო სკოლაში, სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, მაჟორიტარი დეპუტატები გურამ კვარაცხელია, გოჩა ჯანგიძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს, სკოლის 50 წლის იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სკოლის დირექტორს სპეციალურ სიგელებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი ,,მე რუსთველი’’, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

NO COMMENTS