რუსთავის 2018 წლის ბიუჯეტი ხელახალი განხილვის მიზნით ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდა

0
468

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის რიგით პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა. დღის წესრიგი სამ საკითხს მოიცავდა.

სხდომაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N1055 განკარგულებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამებისა და ბიუჯეტის დამტკიცების საკითხებიც განიხილეს.

კომისიის გადაწყვეტილებით პირველი საკითხი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შევიდა, მომდევნო ორი საკითხი – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ხელახალი განხილვის მიზნით ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდა.

სხდომას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსები, ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

სხდომის მუშაობაში საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ონიანიც მონაწილეობდა, რომელიც ამავე კომისიის შემადგენლობაში ირიცხება.

კომენტარები გამორთულია